"ხშირად იმეორებდა კობახიძე ჩემ გვარს და აისრულა საწადელი:)) ეს თავდასხმა აჩვენებს რომ რაღაც ძალიან სტკივათ ჩემგან და ესე იგი სწორად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ", - წერს სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი ნიკო მანაგაძე დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აქტივისტებისა და სტუდენტების მიმართ "ლაჩრული და ორგანიზებული თავდასხმები" ხელისუფლების მხრიდან რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც, როგორც მანაგაძე წერს, მოსახლეობაში უფრო მეტს ბრაზს აღვივებს.
აქტივისტი წერს, რომ მას სახლთან 2 კვირის წინაც ჩაუსაფრდნენ, თუმცა ამჯერად არ მოელოდა უნივერსიტეტის წინ "ასე დემონსტრაციულად" თუ დაესხმებოდნენ თავს.
აქედან გამომდინარე, აქტივისტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოვიდეს დღეს დილით თსუ-ს მეორე კორპუსთან ჩანიშნულ აქციაზე და უთხრას თავისი სათქმელი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს.
"ხშირად იმეორებდა კობახიძე ჩემ გვარს და აისრულა საწადელი:)) ეს თავდასხმა აჩვენებს რომ რაღაც ძალიან სტკივათ ჩემგან და ესე იგი სწორად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ.
გათავისუფლდება საქართველო ამ ბანდებისგან. ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს!
ჩასაფრება და ლაჩრული, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმები ამათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალი ვერაფერი მოიფიქრეს. უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ კიდევ უფრო იმძიმებენ საკუთარ მდგომარეობას და ადამიანებს შიშს კი არა, ბრაზს უძლიერებენ.
არაფერია, ყველაფერი გაივლის.
ცუდი სიზმარივით დარჩება ამ ქვეყნის ისტორიას ეს პერიოდი.
რეჟიმს მადლობა საკუთარი თავის კიდევ უფრო გამჭვირვალეობისთვის;)
დიტო სამხარაძე და ირაკლი კობახიძე - შევხვდებით არჩევნების შემდეგ;)
იმ საცოდავ ჩმორებზე (დაქირავებულ ტიტუშკებზე) არაფერი მაქვს სათქმელი. თავიანთი ეყოფათ ცხოვრებაში. ამათი დასჯა თვითმიზანი ვერ იქნება, მიზანია ამ კატასტროფის დასრულება და ამას რეჟიმი საკუთარი ნებით არ დაასრულებს, საკუთარ თავს ვერ დაასრულებს, ჩვენი გასაკეთებელია ეს. ეს დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი დაჯგუფება უნდა ჩამოშორდეს ამ ქვეყანას. ვერ გაგრძელდება ასე ცხოვრება.
ყველაფერს ველოდი. სახლთანაც ჩამისაფრდნენ 2 კვირის წინ და არ გამოუვიდათ. მაგრამ უნივერსიტეტიდან, ლექციიდან გამოსულს თუ ასე დემონსტრაციულად დამესხმებოდნენ თავს, ეგ რთულად წარმოსადგენი იყო. მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას აჩვენონ - “არც ვმალავთ, ასე გაგისწორდებით ყველას”.
და ეს გააკეთეს ხვალინდელი დილის აქციის წინ, სადაც მოვუწოდე მოქალაქეებს, უნივერსიტეტში მოსულ ბოროტების თანაშემოქმედ ლექტორად და პრემიერად წოდებულ მხდალ კაცს დავხვედროდით, ჩვენი პროტესტის ხმა გაგვეგონებინა.
ასე სცადეს ჩემი და ამ აქციის განეიტრალება:)
ჰოდა, ახლა კიდევ უფრო ხმამაღლა მოგიწოდებთ, მიდით ხვალ უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დილის 9 საათიდან და უთხარით საკუთარი სათქმელი ამ მხდალ მონას. (იქაც ტიტუშკებით დადის, ლექციებს ფაქტობრივად არცერთი მისი რეალური სტუდენტი არ ესწრება და “ახალგაზრდული ფრთა” შეყავს აუდიტორიებში:) ამათთან გვაქვს საქმე.
მოღალატეს, მხდალს და ჯალათს ვერ გააკეთილშობილებ.
ბოროტება დასრულდება!
საქართველო არ იქნება რუსეთი!
თავისუფლება გაიმარჯვებს!
ეს ბრძოლა საერთოა!
პ.ს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! კლინიკიდან გამოწერის შემდეგ გიპასუხებთ აუცილებლად ყველას", - წერს მანაგაძე სოციალურ ქსელში.